ეი სი ჯგუფის შესახებ
”აუდიტორულ-საკონსულტაციო ჯგუფი” (”ეი სი ჯგუფი”) დაფუძნდა 2008 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა აუდიტორული, საკონსულტაციო და საბუღალტრო მომსახურება. აგრეთვე კომპანია ანხორციელებს საშემფასებლო საქმიანობას, ტრენინგებს საბუღალტრო აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და აუდიტის სფეროში.
კომპანიის მიზანია საშუალო და მცირე კომპანიებს, აგრეთვე არასამთავრობო და არამომგებიან ორგანიზაციებს შეთავაზოს:
- მაღალი ხარისხის საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
- საგადასახადო აუდიტი;
- საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის აწყობა, აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების სახელმძღვანელოს შემუშავება, ასევე სხვა სახის მომსახურება რაც დაკავშირებულია საბურალტრო აღრიცხვასთან, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან.
კომპანია მსხვილ და საშუალო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თავაზობს შემდეგი სახის მომსახურება:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
- საგადასახადო აუდიტი;
- ქონების შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის;
- კომპანიის დაფუძნებასთან, საგადასახადო და საბიუჯეტო დაგეგმვასთან, დაკავშირებული კონსულტაცია და მომსახურება;
კომპანია ცდილობს შეისწავლოს მისი პოტენციური დამკვეთების პრობლემები, შეთავაზოს მათ მაღალი ხარისხის მომსახურება და მათთვის მისაღები პირობები, რაც საწინდარია ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო ურთიოერთობის.
კონტაქტი:
ტელ/ფაქსი: +995 (32) 47 19 50
მობ: +995 (77) 53 46 47
ელ ფოსტა: info@ac-group.ge
© AC Group
აუდიტორულ-საკონსულტაციო ჯგუფი