A აუდიტორულ 
C საკონსულტაციო 
G ჯგუფი

ექსელის საბურალტრო პროგრამა - Simple Accounting               

პროგრამის შესახებ

ეი სი ჯგუფის მიერ შექმნილი საბუღალტრო პროგრამა Simple Accounting განკუთვნილია მცირე კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის გამოსაყენებლად. Simple Accounting წარმოადგენს მარტივ და მოხერხებულ ექსელის საბურალტრო პროგრამას. იგი საშუალებას იძლება აწარმოო საბუღალტრო გატარებები, მიიღო ბრუნვათა ბალანსი ნებისმიერ პერიოდზე, აწარმოო მატერიალური მარაგებისა და დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორების აღიცხვა. 
მცირე საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ან არ საჭიროებენ სპეციალურ საბურალტრო პროგრამებს, ჩვენი საბურალტრო პროგრამა დაუზოგავთ დროს და უფრო მარტივს გახდის მათთვის ბურალტრული აღრიცხვის წარმოებას. 
(პროგრამის ჩამოტვირთვა)

როგორ გამოვიყენოთ პროგრამა Simple Accounting
პროგრამა შედგება 6 გვერდისგან:  1 გატარებები ; 2 ბრუნვათა ბალანსი; 3 დებ-კრედ-მარაგები; 4 მოგების დეკ;  5 ქონების დეკ;  6 პროგრამის შესახებ.
1 გატარებები
გატარებების გვერდზე ჩვენ ვაკეთებთ საბუღალტრო გატარებებს და ვუთითებთ: დოკუმენტის ნომერს, თარითს, სადებეტო და საკრედიტო ანგარიშებს, თანხას, სამეურნეო ოპერაციის საფუძველს,  (საჭიროების შემთხვევაში გატარებასთან დაკავშირებულ შენიშვნას და პროექტს).
თუ სამეურნეო ოპერაცია დაკავშირებულია სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან ან დებიტორ-კრედიტორებთან, ვავსებთ ანალიზური კოდის სვეტებსაც, შესაბამისად დებეტის ან კრედიტის მხარეს ვუთითებთ იმ ორგანიზაციის კოდს რომელსაც ეხება საბუღალტრო გატარება. (ორგანიზაციაზე შესაბამისი კოდის მინიჭება ხდება მე-3 გვერდზე ”დებ-კრედ-მარაგები”)
2 ბრუნვათა ბალანსი
ბრუნვათა ბალანსის გვერდზე გვაქვს ანგარიშთა გეგმა რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ საჭიროებისამებრ. თუ საწარმოს ბუღალტერიის წარმოებას ვიწყებთ რაიმე კონკრეტული მომენტიდან ”D” სვეტში უნდა შევიტანოთ ანგარიშთა საწყისი ნაშთები.  ამ გვერდზე გვაქვს 2 ბრუნვათა უწყისი, პირველი ბრუნვათა უწყისი მოიცავს ყველა საბუღალტრო გატარების შედეგებს, ხოლო მეორე ბრუნვათა უწყისში შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პერიოდის საწყისი და საბოლოო თარიღი.
3 დებ-კრედ-მარაგები
ამ გვერდზე თითოეულ მომწოდებელს, მყიდველს ან სასაქონლო მარაგის სახეობას ენიჭება შესაბამისი კოდი რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ საბუღალტრო გატარებების შესრულებისას. ასევე ”C” სვეტში შეგვყავს ორგანიზაციებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთები. აქ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ თითოეული სახეობის მატ. მარაგის, დებიტორისა და კრედიტორის საწყისი ნაშთი იმ პერიოდის დასაწყისისთვის რომელიც ჩვენ მივუთითეთ გატარებების გვერდზე, დებეტის ბრუნვა, კრედიტის ბრუნვა და საბოლოო ნაშთი მითითებული პერიოდის ბოლოსათვის.
4  - 6 გვერდები
მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემულია მოგების და ქონების დეკლარაციის ფორმები. მე-6 გვერდზე - ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

(პროგრამის ჩამოტვირთვა)



 

კონტაქტი:

ტელ/ფაქსი: (032) 247 19 50
მობ:               (577) 53 46 47
ელ ფოსტა:   info@ac-group.ge

©  AC Group
აუდიტორულ-საკონსულტაციო ჯგუფი





დოკუმენტები
კანონები ნორმატიული აქტები დეკლარაციის ფორმები ხელშეკრულების ფორმები პირველადი დოკუმენტები საბუღალტრო პროგრამა
000webhost logo



ყველაზე მეტად რა სახის მომსახურებას საჭიროებთ?
sabuRaltro momsaxureba
sagadasaxado auditi
finansuri auditi
qonebis Sefaseba
uwyveti sakonsultacio momsaxureba
sxva momsaxureba
  
ჩამოტვირთეთ 
საბუღალტრო პროგრამა

ჩამოტვირთეთ  
ახალი საგადასახადო კოდექსი

GEO / ENG